სიახლეები
16 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „მიმდინარე მიღწევები და პერსპექტივები ფსიქოლოგიაში“. კონფერენციის ძირითადი მოხსენებები ეხებოდა ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კლინიკურ, იურიდიულ და სოციალურ სფეროში მიმდინარე მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს; ასევე, - განწყობის ფსიქოლოგიას, მის ხელახალ გააზრებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესორები: ნანა ბურდული, თემურ იოსებაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, მედეა დესპოტაშვილი, რუსუდან მხეიძე, ზურაბ ვახანია, თამარ ტურაშვილი, თინათინ თიაბაშვილი.
კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც პუბლიკას თავიანთი ნაწარმოები კვლევის შედეგები წარუდგინეს. კურსდამთავრებულები კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.